ინდური რუპია ,,ტრამპის ტარიფების” შემდეგ 87.74-მდე გაუფასურდა
ინდოეთის ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს.
რუპიამ უკანასკნელ ხუთ თვეში ყველაზე დაბალ ნიშნულს- 87.74-ს მიაღწია, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდურ ექსპორტზე 25%-იანი გადასახადი დააწესა, რომელიც 1 აგვისტოდან ამოქმედდა.
ტრეიდერები და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახლო მომავალში რუპიის გამყარება ფაქტობრივად, გამორიცხულია.
შეგახსენებთ, რომ ტრამპი ხშირად აკრიტიკებს ინდოეთს, რომ ის თავად აწესებდა მაღალი საბაჟო გადასახადებს ამერიკულ პროდუქტებზე, მაგალითად: “ჰარლი დევიდსონის” მოტოციკლებზე, ამერიკულ ავტომობილებზე და ტექნიკურ პროდუქციაზე. გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინდოეთის მხრიდან რუსულ ნავთობზე გაზრდილი მოთხოვნაა.
