ინდონეზიის კუნძულ ბალის მახლობლად ბორნის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაკარგულად ითვლება

ინდონეზიის კუნძულ ბალის მახლობლად ბორნის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაკარგულად ითვლება. მაშველებმა 31 პირის გადარჩენა შეძლეს. ინფორმაციას ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ხუთშაბათს, აღმოსავლეთ იავის პროვინციის ბანიუვანგის პორტიდან ბალისკენ მიმავალი გემი KMP Tunu Pratama Jaya ჩაიძირა თითქმის ნახევარი საათის შემდეგ, რაც პორტი დატოვა.
მათივე ინფორმაციით, გემზე 53 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.
სააგენტოს ცნობით, დაკარგულთა ძებნა მიმდინარეობს, თუმცა მას ძლიერი დინება და ქარი აფერხებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება