ინდონეზია BRICS-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა

ინდონეზია BRICS-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ბრაზილიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრაზილიის მთავრობის ცნობით, რომელიც წელს BRICS-ის თავმჯდომარე ქვეყანაა, ჯგუფის წევრმა ქვეყნებმა ინდონეზიის გაწევრიანებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
„ინდონეზია, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, გლობალური მმართველი ინსტიტუტების რეფორმას მხარს უჭერს და გლობალურ სამხრეთში თანამშრომლობის გაღრმავებას ხელს უწყობს“, – განაცხადა ბრაზილიის მთავრობამ.
ინდონეზიის გარდა, BRICS-ი რუსეთს, ბრაზილიას, ინდოეთს, ჩინეთს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, ეგვიპტეს, ეთიოპიას, ირანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აერთიანებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა