ინდონეზიაში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს

ინდონეზიაში საყოველთაო მიმდინარეობს. დღეს, ინდონეზია პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტსა და სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის წევრებს ირჩევს.
წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტად ინდონეზიის თავდაცვის მინისტრი, პრაბოვო სუბიანტო ითვლება, რომელსაც ორი ყოფილი გუბერნატორი, განჯარ პრანოვო და ანის ბასვედანი უპირისპირდება.
სუბიანტო 1990-იან წლებში ინდონეზიის ყოფილი პრეზიდენტის, სუჰარტოს მთავარ ლეიტენანტად ითვლებოდა.
ინდონეზიის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევა მხოლოდ ორჯერ შეიძლება, შესაბამისად, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ჯოკო ვიდოდოს მესამე ვადით კენჭისყრის უფლება აღარ აქვს.
ცნობისთვის, ინდონეზია მსოფლიოში სიდიდით მესამე დემოკრატიას წარმოადგენს. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, დაახლოებით, 205 მილიონ ამომრჩეველს აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები