ინდონეზიაში საქართველოს ელჩად და ASEAN-ში წარმომადგენლად თორნიკე ნოზაძე დაინიშნება

პრეზიდენტს ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) წარმომადგენლის თანამდებობაზე დასანიშნად თორნიკე ნოზაძის კანდიდატურა წარედგინება.
მთავრობის შესაბამისი განკარგულება 18 ივლისით თარიღდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, თორნიკე ნოზაძე ამჟამად ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა