ინდოეთის პოლიციამ ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებული მტრედი გაათავისუფლა, რომელიც 8 თვის განმავლობაში სასამართლო საქმის საკუთრებას წარმოადგენდა.
მტრედი თავდაპირველად მუმბაიში პორტთან ახლოს დაიჭირეს. მას ფეხებზე ბეჭდები ჰქონდა დამაგრებული და წერილს ატარებდა, რომლის ნაწერიც ადგილობრივებმა ჩინურს მიამსგავსეს.
პოლიციამ ივარაუდა, რომ ფრინველს ჩინეთის დაზვერვა იყენებდა, დააკავეს და ერთ-ერთ ვეტერინარულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 8 თვის განმავლობაში იმყოფებოდა.
საბოლოოდ, საქმეში ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია, PETA, ჩაერია და მუმბაის პოლიციას დაუკავშირდა მოთხოვნით, რომ მტრედი გაეთავისუფლებინათ.
პოლიციის ნებართვით, ფრინველი ბომბეის ცხოველთა მიმართ სისასტიკის აღმოფხვრის საზოგადოებას გადაეცა, სადაც გაათავისუფლეს.
როგორც ირკვევა, მტრედი სინამდვილეში ტაივანიდან არის და ღია წყალში მტრედების შეჯიბრებებში მონაწილეობდა. ფრინველი გაიქცა და ინდოეთში მივიდა, რის შემდეგაც დააკავეს.
ინდოეთის პოლიციას მტრედებზე ეჭვი აქამდეც მიუტანია.
მანამდე, 2016 წელს, პოლიციამ დააკავა მტრედი, რომელსაც პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის მიმართ მუქარის შემცველი ჩანაწერი აღმოუჩინეს.