ინდოეთში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა – დაღუპულებს შორის ტურისტებიც არიან

ინდოეთის გოას რეგიონში, პოპულარულ ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა, -ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაღუპულთა უმეტესობა, სავარაუდოდ, კლუბის თანამშრომლები არიან. დაღუპულთა შორის არიან ტურისტებიც. დაშავებულია 6 ადამიანი.
პოლიცია ვარაუდობს, რომ კლუბის სამზარეულოში გაზის ბალონი აფეთქდა, რამაც კლუბში ხანძარი გამოიწვია.
მომხდარს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს „ღრმა მწუხარების“ გამომწვევი ფაქტია.