ინდოეთში საყოველთაო არჩევნების ბოლო რაუნდი მიმდინარეობს

როგორც reuters-ი წერს, თუ არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გაიმარჯვა, მაშინ ნარენდრა მოდი გახდება ინდოეთის მეორე ლიდერი, ჯავაჰარლალ ნერუს შემდეგ, რომელიც ამ თანამდებობას მესამე ვადით დაიკავებს.
ინდოეთში ექვსი კვირა გრძელდება და ხმის მიცემის 7 რაუნდი იმართება. ბოლო რაუნდის ფარგლებში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, საკუთარ არჩევანს ინდოეთის 7 შტატში მცხოვრები 100 მილიონზე მეტი ადამიანი დააფიქსირებს. საერთო ჯამში კი ინდოეთში გამართულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება 970 მილიონ ადამიანს ჰქონდა, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 10%-ს შეადგენს.
ინდოეთის ახალი მოწვევის პარლამენტს 5 წლის ვადით ირჩევენ. არჩევნებში 8300-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ამ ეტაპზე ლიდერებს ქვეყნის მოქმედი პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი და მისი ნაციონალისტური „ინდოეთის სახალხო პარტია“. ნარენდრას მთავარი კონკურენტი კი ოპოზიციური პარტიების ალიანსია, რომელსაც სათავეში უდგას „კონგრესის პარტია“ რაულ განდის ხელმძღვანელობით.