ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა

ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი დასავლეთ ინდოეთში, ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.
სამგზავრო თვითმფრინავი ლონდონის გატვიკის აეროპორტში მიფრინავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავმა კატასტროფა აფრენისას განიცადა.
ინდური გამოცემა ANI News-ის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას