ინდოეთში რელიგიურ შეკრებაზე ჭყლეტა მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ინდოეთში, მაჰა კუმბ მელას რელიგიურ დღესასწაულზე, სადაც მილიონობით მომლოცველი იყო შეკრებილი, ჭყლეტა მოხდა, რის შედეგადაც, მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა და 10 – დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჭყლეტა მაშინ მოხდა, როდესაც მდინარეში განბანის ცერემონია მიმდინარეობდა.
სიტუაციის კონტროლის მიზნით და სამაშველო სამუშაოებისთვის სწრაფი მოქმედების ძალები განათავსეს.
პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უტარ პრადეშის მთავარ მინისტრს, იოგი ადიტიანათს ესაუბრა და დაუყოვნებელი მხარდაჭერის ზომების მიღებისკენ მოუწოდა.