ინდოეთში მფრინავი ტაქსი ამოქმედდება

The Business Standart-ის ინფორმაციით, ინდოეთის პირველი საჰაერო ტაქსი, e200, თავის სადებიუტო ფრენას 7-8 თვეში შეასრულებს.
„ამ ტიპის საჰაერო ტაქსს, შეუძლია გადალახოს ინდოეთის ურბანული ლანდშაფტების სირთულეებიც, მისი კომპაქტური ზომიდან გამომდინარე. ეს ყოველივე, ურბანული მობილობის ახალ ეპოქას დაიწყებს არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ მთელ მსოფლიოში,“ – განაცხადა ePlane-ის დამფუძნებელმა, სატია ჩაკრავარტიმ.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, საჰაერო ტაქსის მომსახურების ღირებულება მხოლოდ ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე ტრადიციული ტაქსის სერვისები, როგორიცაა Uber. რაც შეეხება პროექტის გაფართოებას ინდოეთის ფარგლებს გარეთ, ePlane-ის ხელმძღვანელი პროგნოზირებს e200-სადმი გლობალურ ინტერესს.