“უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელსაც ნათლობაზე წარმოადგენდა ქვეყნის მეორე პირი, პოლონეთის სეიმის თავმჯდომარე და ნინო ანანიაშვილი პატრიარქთან ერთად ნათლავენ ნიკუშას.
დღეს ნიკუშა 20 წლის ხდება. ის ინდოეთში მუშაობს მოხალისედ, სოფელში. როგორც სანდრასთვის და ჩემთვის, ნიკუშასთვისაც სხვების დახმარება არის მთავარი მოწოდება. ამავე დროს, სწავლობს ჰინდის.
მანდამდე იაპონიაში სწავლობდა თითქმის მთელი წელი იაპონურს, პარალელურად, თბილისში მოასწრო ვოლტის კურიერად მუშაობა. ძალიან ინტერესდება წმინდანების ცხოვრებით.
მომავალ წელს კი ემზადება ამერიკულ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად (ინგლისურად, ქართულად და ჰოლანდიურად, როგორც მშობლიურზე, ისე საუბრობს). ბევრ რაღაცაში მასში ვხედავ ჩემთან მსგავსებას და ბევრი რამით აშკარად მჯობს. მტკიცე ხასიათი აქვს, რამაც გააძლებინა თინეიჯერობის დროს. 15 წლის იყო, როცა ტყვეობაში აღმოვჩნდი და რაღაცნაირად გადაიტანა ეს უძლიერესი სტრესი. იმის გათვალისწინებით, რომ მე მასთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა.
გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საყვარელო ნიკუშიკო”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შვილის, ნიკოლოზ სააკაშვილის შესახებ და მისი ნათლობის ფოტოს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.




