ინდოეთში მომხდარ ჭყლეტასთან დაკავშირებით 4 ადამიანი დააკავეს

ინდოეთის პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა ქალაქ ბენგალურუში მომხდარ ჭყლეტასთან დაკავშირებით.
ოთხშაბათს 11 ადამიანი დაიღუპა კრიკეტის სტადიონთან ათიათასობით ადამიანის შეკრების დროს. ისინი თავიანთი გუნდის, Royal Challengers Bengaluru’s (RCB) ისტორიული გამარჯვებას აღნიშნავდნენ ინდოეთის კრიკეტის პრემიერ ლიგაში.
დაკავებულთა შორის არიან RCB-ს თანამშრომლები და ზეიმის ორგანიზატორები.
ხუთი მაღალი რანგის პოლიციის თანამშრომელი, მათ შორის ქალაქის პოლიციის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს „დაუდევრობისა და უპასუხისმგებლობის“ გამო.
პოლიციის წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ გამოძიების შედეგად კიდევ რამდენიმე დაპატიმრებაა მოსალოდნელი.
გამარჯვების აღსანიშნავად სტადიონთან 200 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა, თუმცა პოლიცია ამ რაოდენობის მხოლოდ ნახევარს ელოდა. სტადიონი, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, 32 000 მაყურებელს იტევს და ის გუნდის მისვლამდე დიდი ხნით ადრე გადაიტვირთა.
ფორუმი