ინდოეთში მაშველებმა 17 დღის განმავლობაში ჩამონგრეულ გვირაბში ჩარჩენილი 41-ვე მუშა ამოიყვანეს

ინდოეთში 41-ვე მუშა, რომლებიც 17 დღის განმავლობაში უტარახანდის შტატში მდებარე სილკიარას გვირაბში იყვნენ ჩარჩენილები, 28 ნოემბერს ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინდოეთის მთავრობა ადასტურებს.

სამაშველო ოპერაცია 12 ნოემბერს, მეწყერის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო. მასში ჩართულები იყვნენ სახელმწიფო და ცენტრალური სამთავრობო უწყებები, ჯარი, სხვადასხვა ორგანიზაციები და მსოფლიოში ცნობილი გვირაბის ექსპერტები.

გავრცელებული ინფორმაციით, გვირაბს სათადარიგო გასასვლელი არ ჰქონდა და ის შესასვლელიდან დაახლოებით 200 მეტრში ჩამოინგრა.

მაშველები თითქმის 2 კვირის განმავლობაში ბურღავდნენ ნანგრევებს. მათ ხელით თხრა განაგრძეს მას შემდეგ, რაც 24 ნოემბერს საბურღი მანქანა გაფუჭდა. ამ დროის განმავლობაში კი გვირაბში ჩარჩენილ მუშებს საკვებსა და წყალს სპეციალური მილის საშუალებით აწვდიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – ახლა საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია – თუ ქვეყანა დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

შალვა პაპუაშვილი – დანამდვილებით ვიცით, რომ „ლელო“ და „საქართველოსთვის“ არჩევნებისთვის არა თუ ემზადებიან, აქტიურ მოქმედებებზე არიან გადასული – სასაცილოა, რომ ეს ადამიანები ამომრჩევლებს თვალში ნაცარს აყრიან