ინდოეთში მაშველებმა მაღაროს შახტში ჩარჩენილ 41 მაღაროელამდე მიაღწიეს

ინდოეთში მაშველებმა მაღაროს შახტში ჩარჩენილ 41 მაღაროელამდე მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ისინი მაღაროში მე-17 დღეა ჩარჩენილნი არიან. იწყება მათი გამოყვანის სამუშაოები.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, მაღაროელების გამოყვანის პროცესს რამდენიმე საათი დასჭირდება.
შეგახსენებთ, ინდოეთის უტარახანდის შტატის მაღარო 12 ნოემბერს ჩამოინგრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი