ინდოეთში მაშველები ჩამონგრეული გვირაბიდან 40 მუშის ამოყვანას ცდილობენ

ინდოეთის ჩრდილოეთით მაშველები გვირაბის ნანგრევებიდან მუშების გამოყვანას უკვე მესამე დღეა ცდილობენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 4,5 კილომეტრის სიგრძის გვირაბის გაყვანა უტარაჰანდის შტატში ახალი გზის მშენებლობის ნაწილი იყო. კვირას, ხიდის ჩამონგრევის შედეგად, ბეტონის მილი გვირაბს დაეცა და იქ მომუშავე 40 ადამიანს გამოსასვლელი გზა დაუბლოკა.
სამაშველო ოპერაციაშ 100-ზე მეტი ადამიანია ჩართული. არსებული ინფორმაციით, მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინციდენტის შედეგად ისინი არ დაშავებულან.
„ყველა ადამიანი ჯანმრთელია. ყველა ძალისხმევას მივმართავთ მათი უსაფრთხო ევაკუაციისთვის. ისინი უზრუნველყოფილები არიან წყალით, საკვებითა და ჟანგბადით“, – განაცხადად უტარაჰანდის მთავარმა მინისტრმა სინგჰ დჰამიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)