ინდოეთში, დიდი ალბათობით, ოქროს იმპორტი გაიზრდება

მიმდინარე წლის ივლისში, ინდოეთში 3.13 მლრდ დოლარის ოქროს იმპორტი განხორციელდა, – ასეთია ოფიციალური მონაცემები, რომელსაც ქვეყნის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრო აქვეყნებს.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ იმპორტი წლიურად 11%-ითაა შემცირებული, თუმცა თვიურად, ანუ წინა თვესთან შედარებით, ქვეყანამ ოქროს შესყიდვა 2%-ით გაზარდა.
მთლიანობაში, 7 თვეში ინდოეთმა, რომელიც მსოფლიოში ოქროს ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია, 22.23 მლრდ დოლარის ოქროს იმპორტი შეიძინა. ზრდა წლიურად 12 %-ია.
გლობალური ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდიბენ, რომ ინდოეთში ოქროზე მოთხოვნა როგორც მოკლვადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად გაიზრდება. მიზეზი საბაჟო გადასახადის მკვეთრი შემცირებაა. ინდოეთში პირველად ბოლო 11 წლის განმავლობაში ოქროზე ტარიფი 15%-დან 6%-მდე შემცირდა.