ინდოეთმა, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკული კომენტარის გამო, უკრაინის ელჩი დაიბარა

ინდოეთმა, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მიმართ კრიტიკული განცხადების გამო, უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა, – ინფორმაციას Economic Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინდოეთმა ასევე გადადო კულტურის სფეროში -ინდოეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელმაც ნარენდრა მოდი რუსეთში ვიზიტისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა და ეს ნაბიჯი “დიდ იმედგაცრუებად და სამშვიდობო მცდელობებისთვის დიდი დარტყმის მიყენებად შეაფასა“.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს