ინდოეთი, ქაშმირში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, პაკისტანელ დიპლომატებს აძევებს და სასაზღვრო პუნქტს ხურავს

ინდოეთმა, ქაშმირში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 26 ტურისტის დაღუპვის შემდეგ, პაკისტანთან მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა, დიპლომატები გააძევა და წყლის განაწილების შესახებ ისტორიული ხელშეკრულება შეაჩერა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პაკისტანმა, რომელიც თავდასხმაში მონაწილეობა უარყოფს, დღეისთვის ეროვნული უსაფრთხოების შეხვედრა მოიწვია, რომელზედაც ინდოეთის მიერ გატარებულ ზომებზე რეაგირებას განიხილავენ.
შეგახსენებთ, ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ განახორციელა თავდასხმა, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა, თუმცა, ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, შესაძლოა, პასუხისმგებლობა პაკისტანში დაფუძნებულ ორგანიზაცია „ლაშქარ-ე-თაიბასთან“ დაკავშირებულმა ჯგუფმა აიღოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი ჯამდელიანი – კანონიკური სასჯელის მოხსნა საეკლესიო კანონის მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს – ასეთი განაჩენის ცალმხრივი ან კომპეტენტური საეკლესიო სასამართლოს გარეშე შეცვლა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საეპისკოპოსო ინსტიტუტს, არამედ ეკლესიის მთლიანობასაც