ინდოეთი აცხადებს, რომ BRICS-ს საერთო ვალუტაზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს

ერთიანი BRICS ვალუტის შექმნა ასოციაციის ერთ-ერთმა წევრმა შესთავაზა, ეს იდეა განიხილეს, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიიღეს, – ამის შესახებ, Bloomberg-ის ცნობით, ინდოეთის სარეზერვო ბანკის გუბერნატორმა შაქტიკანტა დასმა განაცხადა.
„საერთო ვალუტაზე საუბრისას, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ [BRICS] ქვეყნების გეოგრაფიული მანძილი, ევროზონისგან განსხვავებით, რომელსაც გეოგრაფიული სიახლოვე აქვს“, – ამბობს დასი და ხაზს უსვამს, რომ ინდოეთი, საზღვრისპირა გადახდებში რუპიის გამოყენების ფონზე, „არ გადადგამს ნაბიჯებს დედოლარიზაციისკენ“. მისივე განმატრტებითმ ხელისუფლება მხოლოდ ვაჭრობაში რისკების აღმოფხვრას ცდილობს, რადგან ერთ ვალუტაზე დამოკიდებულება „ზოგჯერ შეიძლება იყოს პრობლემური ფასწარმოქმნის გამო“.
შეგახსენებთ, -ის ახლად არჩეული პრეზიდენტი , BRICS-ის სახელმწიფოებს 100%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ ბლოკი აშშ დოლარის კონკურენტ ვალუტას შემოიღებს.
ცხრა ქვეყნისგან შემდგარ ალიანსს, გლობალურ ვაჭრობაში აშშ დოლარის დომინირების შესუსტების მიზნით, საკუთარი ვალუტის შექმნა ბრაზილიისა და ს წამყვანმა პოლიტიკოსებმა შესთავაზეს, თუმცა, ამ პროცესისი პროგრესი, შიდა უთანხმოებამ შეანელა.
რაც შეეხება BRICS-ის საერთო ვალუტის შემოღების იდეას: აშშ დოლარზე დამოკიდებულების შესამცირებლად, იდეა პირველად ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო და სილვამ 2023 წელს გააჟღერა. BRICS-ის ვალუტებისა და საბანკო ქსელების გამოყენებამ, აშშ დოლარში დენომინირებული სისტემის მიღმა, შესაძლოა საშუალება მისცეს წევრ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი და ირანი, დასავლეთის სანქციებს გვერდი აუარონ.
მიუხედავად ამისა, ალიანსის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური განსხვავების გამო, საერთო ვალუტის შემოღების შესაძლებლობა საკმაოდ დაბალია. ოქტომბერში, რუსეთში, BRICS-ის ქვეყნების სამიტის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ჯგუფი „ამ საკითხს არ განიხილავს“.