,,ინდოეთი არასდროს წავა კომპრომისზე. ამისთვის დიდი ფასის გადახდა მომიწევს, მაგრამ მზად ვარ” – ინდოეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ს ტარიფებზე

აშშ-ის მიერ 25%-იანი ტარიფების დაწესების შემდეგ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ ფერმერების ინტერესებს დაიცავს. ნარენდრა მოდი აცხადებს, რომ ინდოეთი არასდროს წავა კომპრომისზე თავისი ფერმერების, რძის პროდუქტების სექტორის და მეთევზეების კეთილდღეობასთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის ფერმერების კეთილდღეობა უპირველესია. ინდოეთი არასდროს წავა კომპრომისზე თავისი ფერმერების, რძის პროდუქტების სექტორის და მეთევზეების კეთილდღეობასთან დაკავშირებით. და პირადად ვიცი, რომ ამისთვის დიდი ფასის გადახდა მომიწევს, მაგრამ მზად ვარ. ჩემი ქვეყნის ფერმერებისთვის, მეთევზეებისა და რძის მწარმოებლებისთვის, ინდოეთი დღეს მზადაა“, – განაცხადა ნარენდრა მოდიმ.
-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინდოეთზე დამატებითი 25%-იანი ტარიფის დაწესება გამოაცხადა, რითაც აშშ-ში ექსპორტზე ინდოეთიდან შეტანილ საქონელზე გადასახადი 50 პროცენტამდე გაიზრდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-ის ნებისმიერი სავაჭრო პარტნიორისთვის. აშშ-ის მიერ ტარიფების დაწესების მიზეზი ინდოეთის მიერ სგან ნავთობის შესყიდვა გახდა.