ინდოეთის ძვირფასი ქვების ექსპორტის საბჭომ ალმასის ბაზარზე სტაბილიზაციის ნიშნები აღნიშნა

ალმასის ინდუსტრიაში, 18 თვიანი კორექტირების შემდეგ, აშკარაა აღდგენისა და ფასების სტაბილურობის ნიშნები, ამბობს ვიპულ შაჰი, ინდოეთის Gem & Jewellery Export Promotion Council (GJEPC) ხელმძღვანელი. შაჰის წერილს ინდუსტრიის მონაწილეებითვის ციტირებს სააგენტო Rapaport–ი.
ალმასის ბაზარზე კორექტირება მოჰყვა ბუნებრივი ალმასის ფასების პოსტპანდემიურ ზრდას, რომლის დროსაც ინდუსტრიის მონაწილეებმა ჭარბი მარაგები მოაგროვეს დიდი მოთხოვნის გაგრძელების იმედით.
ახლა, ალმასის მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიწოდება უფრო მეტად შეესაბამება მოთხოვნას, რაც საფუძველს იძლევა ფასების სტაბილიზაციისთვის.
ვრცლად interfax – ზე

ასევე დაგაინტერესებთ