ინდოეთის საფონდო ბაზარი მზად არის გაასწროს ჰონგ კონგს და გახდეს მსოფლიოში უდიდესი საფონდო ბაზარი, რადგან ინვესტორების ოპტიმიზმი ინდოეთის ეკონომიკური პერსპექტივების მიმართ დიდია. ამის შესახებ Financial Time-ი წერს.
ინდოეთის ეროვნულ საფონდო ბირჟაზე ჩამოთვლილი კომპანიების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია ოქტომბრის ბოლოსთვის იყო 3,7 ტრილიონი დოლარი, ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე – $3,9 ტრილიონი.
„ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, აქციების ფასებმა ინდოეთში კიდევ უფრო მოიმატა, რაც გამოწვეულია ძლიერი მოგების და ზრდის ოპტიმისტური პროგნოზით, რაც მას მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე აყენებს აშშ-ს, ჩინეთის, ევროკავშირისა და იაპონიის შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, ჰონგ კონგში აქციების ფასები ჩინეთის ეკონომიკის შესუსტების გამო დაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის მოხმარების მაღალი დონე იზიდავს ინვესტორებს, რაც მდიდარი ინდიელების მიერ უძრავ ქონებაზე, ფუფუნების საქონელსა და მაღალი კლასის საქონელზე დანახარჯების ზრდაზე მიუთითებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა, რომელიც წელს 6,3%-ით გაიზრდება, ჩინეთი – 5%-ით.