ვისურვებ, რომ ინდოეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს , – ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მან სოციალურ ქსელში „X” გამოაქვეყნა.
ამ სიტყვებით სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც მას ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცების სურვილი გამოთქვა.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმანეთს წარმატება უსურვეს და ერთობლივად მუშაობის იმედი გამოთქვეს.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.