ინდოეთის პრემიერ-მინისტრი – რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტში ჩვენ მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფად აღდგენას სრულად მხარს ვუჭერთ

რაც შეეხება რუსეთსა და ს შორის მიმდინარე კონფლიქტს, ჩვენ მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფად აღდგენას სრულად მხარს ვუჭერთ, – ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ვლადიმერ პუტინს BRICS-ის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.
„რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტს: ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვაქვს. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ გვჯერა, რომ პრობლემები მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს და ჩვენ მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფად აღდგენას სრულად მხარს ვუჭერთ. ყველა ჩვენს მცდელობაში პრიორიტეტს ჰუმანურობას ვანიჭებთ და მზად ვართ, ნებისმიერი სახის შესაძლო დახმარება მომავალშიც გაგიწიოთ“, – განაცხადა ნარენდრა მოდიმ.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინს მეგობრობისთვის და სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, BRICS-ის სამიტი ყაზანში დღეს დაიწყო და იგი 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სამიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამიტზე დასწრებას და ს პრეზიდენტთან შეხვედრას გაერო-ს გენერალური მდივანი, ც გეგმავს, რასაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მისი კრიტიკა მოჰყვა, თუმცა გაერო-ს სპიკერის მოადგილემ, ფარჰან ჰაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუტერეშის „მომავალი ვიზიტების შესახებ განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება“. სამიტის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინი პრესკონფერენციას გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ