ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში გაემგზავრა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მთავრობის მეთაური რუსეთში მოსკოვის დროით დაახლოებით 15:00 საათზე ჩაფრინდება.
გამგზავრებამდე ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მას მეგობარი უწოდა.
ნარენდრა მოდიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციაში ოფიციალური ვიზიტით ინდოეთ-რუსეთის 22-ე ყოველწლიურ სამიტზე დასასწრებად ჩადის.

ასევე დაგაინტერესებთ