ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ავსტრიის კანცლერს შეხვდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ავსტრიის კანცლერს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ავსტრიის კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების შესახებ „ვრცელი დისკუსია“ ჰქონდა, მათ შორის უკრაინის შესახებ.
„ინდოეთი და ავსტრია მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფად აღდგენისთვის დიალოგისა და დიპლომატიის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ. ორივე ჩვენგანი მზად არის, რომ ამის მისაღწევად ყველა შესაძლო მხარდაჭერა უზრუნველყოს“, – განაცხადა მოდიმ.
ავსტრიის კანცლერის თქმით, მნიშვნელოვანია სთან დაკავშირებით ინდოეთის პოზიციის მოსმენა და აღნიშნა, რომ ინდოეთის მიერ გასულ თვეში შვეიცარიაში გამართულ მშვიდობის სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი სიგნალი იყო.
ცნობისთვის, ავსტრიაში ჩასვლამდე ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე – ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალია სისტემური ხასიათის მანიპულაციებისგან, უპირველესად ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნების და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია

არჩილ გორდულაძე – ოპოზიციის პარტიული არხები ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს, რითაც წინასაარჩევნო პერიოდში ქმნიან დისკრიმინაციულ და უთანასწორო მედია გარემოს