ინდოეთის პრემიერი ნარენდრა მოდი პუტინს ხვდება

ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი ს პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ხვდება. მოდი პუტინს არაფორმალურად 8 ივლისს შეხვდა, დღეს, 9 ივლისს, კი მათ შორის ფორმალური მოლაპარაკებები გაიმართება.
მოდი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით 5 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა.
დღეს რუსეთში ინდური დიასპორის მიმართვისას მოდიმ აღნიშნა, რომ პუტინის მმართველობას აფასებს და ის “ძვირფას მეგობრად” მოიხსენია.
“ყოველი ინდოელი რუსეთს მოიაზრებს, როგორც ინდოეთის მეგობარს ჭირშიც და ლხინშიც. ჩვენი ურთიერთობის ერთგულება რამდენჯერმე გამოიცადა და ყოველ ჯერზე ძალიან ძლიერი დარჩა”. – თქვა მოდიმ მიმართვაში.
8 ივლისს მოდისა და პუტინის შეხვედრამდე რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა და, მათ შორის, დაბომბა, სადაც სხვა შენობებთან ერთად ბავშვთა საავადმყოფოც დაზიანდა. თავდასხმის შედეგად, უკანასკნელი მონაცემებით, სულ მცირე, 41 ადამიანი დაიღუპა და 170-ზე მეტი დაშავდა.
ინდოეთის პრემიერის შეხვედრა პუტინთან ვაშინგტონში NATO-ს სამიტსაც ემთხვევა, რომელიც დღეს დაიწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. თუმცა, მოდის თქმით, ამას მიღმიერი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შეხვედრის თარიღი დიდი ხნის წინ იყო განსაზღვრული.
ინდოეთი რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის კრიტიკას ერიდება და ორივე მხარეს კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს. ომის დაწყებიდან კი რუსეთი ინდოეთისთვის ნედლი ნავთობის იმპორტის მთავარი წყარო გახდა.
-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 8 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთთან ინდოეთის ურთიერთობაზე მასთან შეშფოთება გამოთქვა.
რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ინდოეთისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელია.