ინდოეთის პრემიერი ნარენდრა მოდი კიევში ჩავიდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. The Times of India-ს ცნობით, მოდის უკრაინაში ვიზიტი ისტორიულია. ვიზიტის ფარგლებში ის, სავარაუდოდ, უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ვიზიტი პრეზიდენტი ზელენსკის მიწვევით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ნარენდრა მოდი კიევში მოსკოვში მისი ვიზიტიდან თითქმის ექვსი კვირის შემდეგ ჩავიდა. აღნიშნულმა ვიზიტმა შეერთებული შტატებისა და ზოგიერთი სხვა დასავლელი მოკავშირის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა