ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ ინდოეთში მიიწვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინდოეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა – სახალხო პალატის თავმჯდომარე ომ ბირლას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ამავე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ კავშირებზე.
„შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნა.
მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები და ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობა, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმის, განათლების, ტექნოლოგიების სფეროებში.
ომ ბირლამ აღნიშნა ინდოეთის პარლამენტის ღირებული გამოცდილება ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით და ამ გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოხატა.
ომ ბირლამ შალვა პაპუაშვილი ინდოეთის რესპუბლიკაში მიიწვია”, – აღინიშნება ინფორმაციაში.
შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა