ინდოეთის ოქროს და სავალუტო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ინდოეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვებმა, 2024 წლის 30 მარტის მდგომარეობით, 645,6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ქვეყნისთვის ისტორიული რეკორდია. ამის შესახებ ინდოეთის სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა.
2021 წელს ინდოეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვებმა პირველად გადააჭარბა 640 მილიარდ დოლარს, მაგრამ შემდეგ, გლობალური ეკონომიკური პრობლემებისა და გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, განვითარებადი ქვეყნებიდან დოლარის აქტივების გადინება დაიწყო, რის შედეგადაც, ოქროს და სავალუტო რეზერვები დაახლოებით $524 მილიარდამდე შემცირდა.