ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები რუსეთში „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ შემცვლელებს ეძებენ
სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები რუსეთში „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ შემცვლელებს ეძებენ.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი სექტორის წარმომადგენლები ასრულებენ აშშ-ის მიერ რუსული კომპანიების, „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, თუმცა არ სურთ რუსული ნავთობის იმპორტზე სრულად თქვან უარი.
გავრცელებული ცნობით, ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები იკვლევენ, რა რაოდენობის ნავთობის იმპორტი შეუძლიათ სხვა რუსული კომპანიებისგან, რომლებიც აშშ-ის „შავ სიაში“ არ მოხვდნენ და რა ფასად“, – წერს „ბლუმბერგი“.
მედიის ცნობით, ასევე ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები ცდილობენ, გაარკვიონ, „როსნეფტის“ ნავთობის რა ნაწილი შეიძლება მიიღონ სხვა კომპანიების მეშვეობით.
ცნობისთვის, მანამდე სანქციები „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ გარდა, გავრცელდა ორ სხვა რუსულ ნავთობკომპანიაზეც – „სურგუტნეფტეგაზსა“ და „გაზპრომ ნეფტზე“. 2024 წელს ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტის 80%-ზე მეტი სწორედ ამ ოთხ სანქცირებულ კომპანიაზე მოდიოდა.




