ინდოეთიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას სერვისის ხარისხზე საშინელი გავლენა ექნება – „მარანი ოდა“

ინდოეთიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას სერვისის ხარისხზე საშინელი გავლენა ექნება, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში ტურისტული ობიექტის „მარანი ოდა“ დამფუძნებელმა, ქეთო ნინიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში ტურიზმის ზოგადი სურათი არასახარბიელოა, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და -დან ტურისტული ნაკადების კლება იგრძნობა. ამის პარალელურად, გაზრდილია ტურისტული ნაკადები ინდოეთიდან და დან.
“ტურიზმის თვალსაზრისით, ძალიან შესამჩნევია, რომ განვითარებული ქვეყნებიდან, მაღალ გადახდისუნარიანი ტურისტების რაოდენობა შემცირებულია. განსაკუთრებით, ეს ტუროპერატორების მიერ შემოყვანილ ტურისტებს ეხება. ამის პარალელურად, ტურისტების რაოდენობა გაზრდილია ინდოეთიდან და პაკისტანიდან. არ ვიცი, ამ ადამიანებს ტურისტი უნდა ვუწოდოთ თუ არა, რადგან იმდენად შინაურულად გრძნობენ. ბევრ სერვისებში გვხვდებიან და [ადგილობრივებს] ცოტა კონკურენციასაც უწევენ. მათ უკვე თავიანთი ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები ჩამოჰყავთ. არ ვიცით გადასახადებს რამდენად იხდიან. ისინი საქართველოს მოქალაქეებიც არ არიან. იგივე ტენდენცია იყო ს მოქალაქეების შემთხვევაშიც”, – ამბობს ქეთო ნინიძე.
მისივე შეფასებით, პარადოქსია, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ტურიზმის ცალკეული წარმომადგენლების გარდა, ხმას არავინ იღებს. ნინიძე დასძენს, რომ საჭიროა დროულად პრობლემაზე ყურადღების გამახვილება და ხმის ამოღება, რადგან ადრე თუ გვიან, ეს პრობლემა მათაც შეეხებათ.
„ჩვენ რეგულაცია საერთოდ არ გვაქვს და სამწუხაროდ პარადოქსია, მაგრამ ტურისტულ ინდუსტრიაში მხოლოდ ერთეული ადამიანები არიან, რომლებიც ხმას იღებენ. ამ დროს, ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ და [ვინც ხმას არ იღებს] თვითონაც დადგებიან. ამიტომ, მართებული იქნება, თუ ამაზე დროულად დაიწყებენ საუბარს, რადგან ამას ქართული ტურისტული სერვისის ხარისხზე საშინელი გავლენა ექნება. ესენი [ინდოელები] არიან ძალიან არა გადახდისუნარიანი და არა ღირებულებებზე ორიენტირებულები.
მოდიან, ხაჭაპურს შეჭამენ, წავლენ. ანუ, არც შენ რჩები ბედნიერი, არც ის. ამის იქით ეს არ მიდის. ჩემთვის პირადად ამ ტიპის სერვისის და პროდუქტის შექმნა საერთოდ არ არის საინტერესო“, – თქვა მან.
ინფორმაციისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან ვიზიტები 40%-ით, ინდოეთიდან კი 28%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი ტემპი იყო ძირითად ბაზრებს შორის ს შემდეგ. იანვარ-მარტში ჩინეთი 13,875 ვიზიტი განხორციელდა, ხოლო ინდოეთიდან – 26,372.