ინგუშეთში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

ინგუშეთში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ინგუშეთის რესპუბლიკის დედაქალაქ მაგასის შესასვლელთან უცნობმა პირებმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიციელი.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში რესპუბლიკის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თავდამსხმელები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მომხდარზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – თუ არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს

ირაკლი ნადირაძე – მერიის უსაფრთხოების სამსახური დღეს საღამოს ვაკის პარკში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების – „ორი კვირა გამარჯვებამდე“ ჩატარებას ხელს უშლის