ინგუშეთში რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს სხდომა გაიმართა

ინგუშეთში გასული კვირის ბოლოს რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრა “ტურიზმსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში კულტურულ ფასეულობებს მიეძღვნა“, – ამის შესახებ ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობა იტყობინება.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ მხარეები სატრანსპორტო კავშირების ორგანიზებაზე, ახალგაზრდული ფესტივალის გამართვასა და ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის შექმნაზე შეთანხმდნენ.
გარდა ამისა, იუწყებიან, რომ შეხვედრის მონაწილეები იმყოფებოდნენ „ინგუშეთის გავლით საქართველოში ახალი რკინიგზის მშენებლობის დაწყების ადგილას“.
ინგუშეთიდან საქართველოში რკინიგზის შესაძლო მშენებლობის შესახებ მსჯელობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე გააქტიურდა. კერძოდ, ამის შესახებ ისაუბრა ს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ. საქართველოს მთავრობა ინიციატივაზე კომენტარს არ აკეთებს.
მანამდე ინგუშეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ სარკინიგზო ხაზის შემოთავაზებული მარშრუტიც დაასახელა და განაცხადა, რომ „პროექტის მიზანია სტაბილური სატრანსპორტო სარკინიგზო კავშირის დამყარება მთავარი კავკასიონის ქედის გავლით, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის, სატვირთო და სამგზავრო მარშრუტების შესამცირებლად“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე – შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ – 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან

ქეთევან თურაზაშვილი – სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა – დროა გაიაზრონ, როცა სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება!