ინგუშეთში ათასობით ადამიანი დახვდა თვითმფრინავს, რომელმაც Wildberries-ის დახოცილი დაცვის წევრები გადაასვენა

ინგუშეთში შაბათს, ღამით რამდენიმე ათასი ადამიანი შეხვდა მაგასის აეროპორტში თვითმფრინავის რეისს, რომლითაც ონლაინმაღაზია Wildberries-ის მოსკოვის ოფისში სროლის შედეგად დაღუპულ დაცვის წევრთა ცხედრები გადაასვენეს.
სასწრაფო დახმარების მანქანებს, რომლებითაც დახოცილთა ცხედრებს მშობლიურ სოფლებში მიასვენებდნენ, უამრავი ხალხი ხვდებოდა გზაზე.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით უმსხვილეს რუსულ ინტერნეტ მაღაზიის ოფისში სროლა 18 სექტემბერს მოხდა, როდესაც კომპანიის თანადამფუძნებელი ვლადისლავ ბაკალჩუკი, დაცვის თანხლებით ცდილობდა შენობაში შეღწევას. სროლის შედეგად 41 წლის ადამ ალმაზოვი და 28 წლის ისლამ-ბეკ ელმურზიევი მოკლეს. სროლასთან დაკავშირებით დაკავებულია 30 ადამიანი.
ბაკალჩუკს კომპანია Wildberries-ის გარშემო ატეხილ კორპორაციულ კონფლიქტში მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა. ბიზნესმენთან ერთად ოფისში შესვლას ცდილობდა კადიროვის ადვოკატი, ჩეჩნეთის ყოფილი პროკურორი. ხოლო დაკავებულთა შორის არის რამდენიმე ჩეჩენი, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმ “ახმატ-1”-ის მეთაურის მოადგილე, უმარ ჩიჩაევი.
სამგლოვიარო შეკრებებზე ინგუშეთში რაიმე ინციდენტები არ დაფიქსირებულა. სამაგიეროდ რამზან კადიროვისადმი მკვეთრად კრიტიკული პოსტები ვრცელდება ინგუშეთიდან ტელეგრამის არხების საშუალებით. თავად კადიროვს Wildberries-ის ოფისში მომხდარ სროლაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
· წლის დასაწყისში, კომპანია Wildberries-ი დაახლოებით $7 მილიარდი შეფასდა. 2023 წელს ს ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების ფონზე, ინტერნეტის მაღაზიის შემოსავალი 538,7 მილიარდი რუბლის ოდენობით (დაახლოებით 5,8 მილიარდი დოლარი) მკვეთრად გაიზარდა
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის