ინგრევა ეს პოლიტიკური პარტია და ამ ნანგრევებისგან გადარჩენას ცდილობს გარკვეული ჯგუფი, აქვთ მცდელობა სახის შენარჩუნების – მიხეილ სარჯველაძე ენმ-ზე

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება – ამჯერად მიზეზი ს მანიფესტია, რომელიც პარტიამ 23 ნოემბერს უნდა მიიღოს.
“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე დაპირისპირება მმართველ პარტიაში არ უკვირთ – “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ახლა “ნაციონალური მოძრაობა” სრულად ჩამონგრეულია და ორად გაყოფილ ბანაკში კონკრეტული ჯგუფები სწორედ ამ ნანგრევებს ეჭიდებიან.
თუმცა, როგორც “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, არც ერთობლივად და არც ცალ-ცალკე “ნაციონალური მოძრაობის” ცალკეულ პოლიტიკოსებს პოლიტიკური პერსპექტივა და მომავალი არ აქვთ.
“ინგრევა ეს პოლიტიკური პარტია და ამ ნანგრევებისგან გადარჩენას ცდილობს გარკვეული ჯგუფი. მეორესთან დაპირისპირება არის მათი მთავარი ამოცანა… კიდევ შეიძლება იყოს რაღაც დაჯგუფებები. რეალურად, აქვთ მცდელობა სახის შენარჩუნების, იმის, რომ ნანგრევებში არ მოყვნენ. პრაქტიკულად, შესაძლებლობა არ აქვთ, რომ პარტიულ განვითარებაზე, პარტიულ ხაზზე იფიქრონ, არამედ ფიქრობენ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, ვის ყველაზე მეტი ნანგრევი შეიძლება შეხვდეს ამ შემთხვევაში ამ დანგრეული პოლიტიკური პარტიიდან. შესაბამისად, არ მგონია, რომ რაღაც სერიოზულ პერსპექტივებზე ფიქრის საფუძველი და შესაძლებლობა ჰქონდეს იქ დარჩენილ ნებისმიერ დაჯგუფებას, ვინც შეიძლება განიხილებოდეს, როგორც დომინანტი თუ წასული ძალა ამ პოლიტიკური პარტიიდან,” – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე .

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს