ინგოროყვას ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განლაგდა – აქციის მონაწილეები კი თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის მიმდებარედ ინაცვლებენ

ინგოროყვას ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა გამოიყვანეს.
წყლის ჭავლის მანქანა სპეციალური დანიშნულების რაზმის უკან არის განთავსებული.
ადგილზე საპოლიციო ძალები მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა და ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს პარლამენტის შენობისკენ გადანაცვლებისკენ მოუწოდეს.
ამ დროისთვის მოქალაქეებმა დატოვეს თავისუფლების მოედანი და პარლამენტისკენ მიემართებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

“გავვარდი ქუჩაში, ვეძებდი ჩემს მიკედლებულ ძაღლებს, ვერსად ვნახე. ძიებისას მერიის წინ ვნახე დამჭერების ჯგუფი. მივირბინე, ვემუდარებოდი და ვეხვეწებოდი ეჩვენებინათ ძაღლები და არ წაეყვანათ უკვე გასტერილებული/აცრილი ცხოველები” (ვიდეო)

ბაია კვიციანი თამარ ბაგრატიონზე – პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას ვაშინგტონში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, აშშ-ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა