ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ გუშინდელი აქციიდან კლინიკაში სამი პაციენტი გადაიყვანეს, რომელთაგან ორი ბინაზე გაეწერა, ერთი კი მკურნალობას დაწესებულებაში აგრძელებს

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ გუშინდელი აქციიდან კლინიკაში სამი პაციენტი გადაიყვანეს, რომელთაგან ორი ბინაზე გაეწერა, ერთი კი მკურნალობას დაწესებულებაში აგრძელებს
ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ კლინიკაში აქციის მიმდინარეობისას დაშავებული სამი ადამიანი გადაიყვანეს. ორ მათგანს ჰოსპიტალიზება არ დასჭირდა. ექიმის განცხადებით, ერთ-ერთ დაშავებულს მხრის ძვლის ამოვარდა ჰქონდა, მეორეს სასუნთქი ორგანოების დაზიანება აღენიშნებოდა. კლინიკაში მხოლოდ ერთი დაშავებული დატოვეს, რომელსაც ტვინის შერყევა აქვს.
„კლინიკაში სამი პაციენტი იქნა შემოყვანილი. აქედან ორი ამბულატორიული მეთვალყურეობით გაეწერნენ ბინაზე, ერთი პაციენტი თავის ტვინის შერყევით მოთავსდა ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში. ერთთან იყო მხრის ამოვარდნილობა, რომელიც ჩასწორდა ტრავმატოლოგების მიერ. მეორე პაციენტთან იყო ინტოქსიკაცია, რომელიც, მისივე თქმით, წიწაკის სპრეის ჩასუნთქვის შედეგად მიიღო“, – განაცხადა ინგოროყვას კლინიკის ემერჯენსი განყოფილების ხელმძღვანელმა, ნანა დალაქიშვილმა.
ცნობისთვის, ამ დრომდე მკურნალობას განაგრძობს 21 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც რამდენიმე დღის წინ აქციაზე დაშავდა. მას თვალის მთლიანობა შენარჩუნებული აქვს. და რეანიმაციაში რჩება. ბიჭის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ