ინგლისში მეღვინეები 2024 წელს მოსავლის დანაკარგს 20-დან 70%-მდე აფასებენ

ინგლისი 2024 წელს რთული ამინდის პირობების წინაშე დგას და, ისევე როგორც ევროპის მრავალი ღვინის რეგიონი, მოსავლის მნიშვნელოვან შემცირებას ელის მოსავლის აღებისას. ამის შესახებ Decanter–ი ბრიტანული სავაჭრო ასოციაციის Wine GB-ის აღმასრულებელ დირექტორ ნიკოლა ბეიტსზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, წლევანდელი მოსავლის სრული ანგარიში დეკემბერში გამოქვეყნდება.
არაოფიციალურად, ბევრი ინგლისელი მეღვინე ელოდება, რომ წლევანდელი მოსავალი საშუალოსთან შედარებით 20-დან 70%-მდე შემცირდება. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ინგლისში რთველი ამ კვირაში დაიწყო, მაგრამ მეღვინეები უკვე საუბრობენ მოსავლის მაჩვენებლების შემცირებაზე.
rbc

ასევე დაგაინტერესებთ

გილოცავთ რიკოთის ავტომაგისტრალის მორიგი, 12-კმ-იანი მონაკვეთის გახსნას, ახალი გზა საქართველოზე გამავალი სტრატეგიული, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის – პრემიერი