ინგლისში ენცოს არ დასჯიან – არგენტინელს პრემიერ ლიგაში სანქციები არ ელოდება

ინგლისური პრესის ინფორმაციით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია (FA) “ჩელსის” არგენტინელ ნახევარმცველ ენცო ფერნანდეშს არ დასჯის.
23 წლის ფეხბურთელმა კოპა ამერიკის მოგების შემდეგ არგენტინის ნაკრების ავტობუსში საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების მიმართ რასისტული შეძახილები დაიწყო.
“ისინი თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ყველანი ანგოლადან არიან. დედები ნიგერიელები არიან, მათი მამები კამერუნელები, მაგრამ მათ პასპორტებში წერია – “ფრანგული”, – სკანდირებდა ენცო.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში თვლიან, რომ ეს საქმე ფიფა ეკუთვნის.