ინგლისურად კი გვქვია „ჯორჯია“, მაგრამ შტატი არ ვართ – პაპუაშვილი და კალაძე პარტნიორების ქმედებებს აფასებენ

ჩვენ ინგლისურად კი გვქვია „ჯორჯია“, მაგრამ ჩვენ არ ვართ -ის შტატი ჯორჯია – ვერავინ გარედან საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილისა და მის მოადგილისთვის, მილერი ლაგაზაურისთვის დაწესებულ სანქციებზე და განაცხადა, რომ ეს „ იყო ტიპური დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება“.
შალვა პაპუაშვილმა სანციებთან დაკავშირებით აშშ-ს გადაწყვეტილებას „თვითნებური და დაუსაბუთებელი“ უწოდა.
„რაც შეეხება ჩვენს პოლიციელებს, ის ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, არის უსაფუძვლო, ვერავინ ვერ ნახა მათ წინააღმდეგ წამოყენებული პრეტენზიების მტკიცებულება, მათ არ მიეცათ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ არ მიეცათ დაცვის უფლება. არცერთი რაიმე ფაქტი ან პრეტენზია, თუკი აქვს აშშ-ს, გასაჯაროებული არ იქნა. ამიტომ, ეს იყო ტიპური დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
რაც შეეხება გადაწყვეტილებებს აშშ-ში, ჩვენ ინგლისურად კი გვქვია „ჯორჯია“, მაგრამ ჩვენ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო – საქართველო, ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენი კანონმდებლობით და საქართველოში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია. ვერავინ გარედან საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა მართლმსაჯულების მხრივ. თუკი აქვთ რაიმე პრეტენზია, მტკიცებულება საქართველოს რომელიმე მოქალაქესთან დაკავშირებით, ეს უნდა წარმოადგინონ.
ჩვენ, როგორც ადრე, გახსოვთ მოსამართლეებთან დაკავშირებით, ასევე, ახლა, ყოველ ჯერზე ვეუბნებით, წარმოგვიდგინეთ მტკიცებულებები. ფაქტია, რომ ამ მტკიცებულებების წარმოდგენა არ შეუძლიათ. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად თვითნებური და დაუსაბუთებელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები 16 სექტემბერს დაასანქცირა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.
“სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩო ამ „ქარდებით“ თავად გახდა დეზინფორმაციის გამავრცელებელი – სამივე „ქარდი“ დეზინფორმაციული ან მანიპულაციური ხასიათის იყო, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
პაპუაშვილის თქმით, საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში.
„უპირველეს ყოვლისა, საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში. სამწუხაროდ, ზუსტად ამას აკეთებს ამერიკის საელჩო, მათ შორის უკვე იუმორის დონეში გადასული ე.წ. ქარდების სერიით, რომელიც ამავე დროს იყო დეზინფორმაციული და ტყუილი.
რამდენი ქარდიც გამოქვეყნდა, თითოეული იყო დეზინფორმაცია და მანიპულაცია. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, მათ შორის მეც არაერთხელ მქონია სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან თუ დონორებთან საუბარი, რომ იყვნენ ფხიზლად, რათა არ დააფინანსონ დეზინფორმაცია, ვგულისხმობ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას. სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩო ამ ქარდებით თავად გახდა დეზინფორმაციის გამავრცელებელი. თუ არ ვცდები, სამი ქარდი იყო, სამივე ქარდი დეზინფორმაციული ან მანიპულაციური ხასიათის, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ქვეყნის შიდა პროცესებში უცხოურ გავლენაზე ისაუბრა თბილისის მერმა მაც.
“კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან – ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ, სხვა ჩვეულებრივ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ, – ამბობს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე.
მისი თქმით, ეს არ არიის სწორი ფორმა და კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება.
“კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან. წარმოუდგენელია უბრალოდ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საერთაშორისო მისიებს, ვინც აკვირდება არჩევნებს და ზოგადად, მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, თუ როგორ ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში და საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობა. ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ, სხვა ჩვეულებრივ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ. ეს არ არიის სწორი ფორმა, კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისი მერი ევროკავშირის ელჩის საქციელითაც განაწყენებულია.
“უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები”, – ამბობს ის.
დედაქალაქის მერის შეფასებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის ს განცხადებები პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობაა.
„როდესაც გარე ჩარევაზე ვსაუბრობთ, საელჩოებისა და კონკრეტული უცხოელი მაღალჩინოსნების შიდა საარჩევნო კამპანიაში ჩარევაზე, ეს კონკრეტული ფაქტი პირდაპირ ამ ყველაფერზე მიუთითებს.
წარმოგიდგენიათ, გამოდის ევროკავშირის ელჩი, რომელსაც არანაირი იურიდიული, სამართლებრივი დასაბუთება არ აქვს, რომ აღნიშნული ვიდეორგოლები კანონს ეწინააღმდეგებოდეს, ან რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს, თურმე მისთვის ეს ყველაფერი შემზარავი ყოფილა. ე.ი. ევროკავშირის ელჩს არ მოსწონს. რა თქმა უნდა, მძიმეა ის ყველაფერი, რაც ში ხდება.
ამას მოგიწოდებდნენ ჩვენ, რომ იგივე გაკეთებულიყო საქართველოში, „ მეორე ფრონტი“ გახსნილიყო, სანქციებს მივერთებოდით. გამოდიოდნენ და პირდაპირ ამბობდნენ, გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ქვეყანაში, ვიდრე ამ ტიპის განცხადებებს ვისმენდეთო. მეორე მხარეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც გარედან იმართება. თქვენ ხომ არ გგონიათ, თვითონ აჟღერებენ ამ მესიჯებს და განცხადებებს, იგივე „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით? პირდაპირ დავალებებით კეთდება ეს ყველაფერი. ხალხმა უნდა იცოდეს, რა არის ერთ მხარეს. ერთ მხარეს არის სიმშვიდე, ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური გაძლიერება, ოჯახების კეთილდღეობა, ხოლო მეორე მხარეს არის ომი, ნგრევა, სოფლების განადგურება, ტერიტორიების დაკარგვა. გამოვლილი გვაქვს ბატონო ეს უკვე, სამწუხაროდ, 2008 წელს საკუთარ თავზე გამოვცადეთ რამხელა საშინელების მომტანია ომი. არ გვინდა იგივე გავიმეოროთ. შესაბამისად, განცხადებები, რასაც ვისმენთ, იგივე ელჩის მხრიდან პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობაა. აქაც უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, როდესაც, საარჩევნო კლიპის სატელევიზიო ეთერში განთავსება არ ხდება, არგუმენტი უნდა არსებობდეს, წარმოუდგენელია ის, რომ “ვიღაცას არ მოეწონა” და სატელევიზიო ეთერში არ გაუშვას.
„შენ რომ რაღაც კონკრეტულ კლიპს ტელევიზიაში არ უშვებ, ამას თავისი არგუმენტი უნდა ჰქონდეს. ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე, რა მძიმეა და ამის გამო არ გაუშვა, ეს წარმოუდგენელია. კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან. ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ გამოვიდეს საქართველოს ელჩი და ამ ტიპის განცხადება გააკეთოს, წარმოგიდგენიათ უბრალოდ? ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, ქვეყნიდან მაშინვე გამოაპანღურებდნენ“, – განაცხადა კალაძემ.
ევროკავშირის ელჩის საქციელი არც პარლამენტის თავმჯდომარეს მოსწონს.
“ცალსახაა, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, რომ ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი არ გაუშვან. ეს არის აბსოლუტური თვითნებობა და კანონის დარღვევა, რომელსაც 3 ტელევიზია სჩადის”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან და წუხილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ტელევიზიების განცხადებების საფუზველი სწორედ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინკის განცხადება გახდა.
პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ როგორი თამამიც იყო ელჩი ჰერჩინსკი სარეკლამო რგოლის შეფასებაში, ასევე თამამი იქნება საარჩევნო დარღვევის შეფასებაშიც.
„კანონის დარღვევა რა თქმა უნდა, შედეგს იწვევს. საგზაო მოძრაობაში არსებობს სიჩქარის ლიმიტი. ლიმიტს თუ გადააჭარბებთ, არის სანქციები. იმისთვის, რომ სანქციები არ იყოს, კანონს უნდა დაემორჩილოს და სიჩქარის ლიმიტს არ გადააჭარბოს. იგივე არის ამ შემთხვევაში. ცალსახაა, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, რომ ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი არ გაუშვან. ეს არის აბსოლუტური თვითნებობა და კანონის დარღვევა, რომელსაც 3 ტელევიზია სჩადის. ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ უნდათ „ქართული ოცნებისთვის“ არათანაბარი საარჩევნო პირობები შექმნან.
ამავე დროს, სამწუხაროა და ჩვენ ვნახეთ, როგორც ტელევიზიების, ისევე არასამთავრობოების განცხადებაში, საფუძვლად აღებული იყო არა საქართველოს კანონმდებლობა, არამედ ევროკავშირის ელჩის განცხადება. ეს იმის დასტურია, რომ არჩევნებში საგარეო ჩარევას მავნე შედეგი აქვს. კერძოდ, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ელჩის განცხადებამ გამოიწვია ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კანონის დარღვევა, მათ შორის გამოიწვია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან ამის გამართლება. ამიტომ, როგორი თამამიც იყო ევროკავშირის ელჩი ამ სარეკლამო რგოლის შეფასებაში, იმედია, ასევე თამამი იქნება ის საარჩევნო დარღვევის შეფასებაში და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოების მხრიდან კანონდარღვევის გამართლების დაგმობაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი შეფასება მათ პარტიულობას ადასტურებს.
„ეს არის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან მათ პარტიულობის პირდაპირი დასტური, ვინაიდან, ისინი ამას არათუ დარღვევას ისე ასახავენ, არამედ ახალისებენ და იწონებენ ამ დარღვევას. გავეცანი ამ ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ შეფასებას. ეს ის NGO-ები არიან, რომლებმაც 2020 წლის 4 ნოემბერს ყალბი დასკვნა გამოაქვეყნეს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვგულისხმობ, საია-ს, „გამჭვირვალობას“, „სამართლიან არჩევნებს“ და სხვებს. ყალბი დასკვნა, რომელშიც ისინი პარალელური დათვლის ყალბ შედეგებს იშველიებდნენ ისე, თითქოს ს შედეგები გვიან გამოქვეყნდა. თითქოს უბნების 8%-ში დისბალანსი იყო. აი, ამ ყალბი დასკვნის საფუძველზე ოპოზიციას რევოლუციურ სცენარის განვითარებისთვის საბაბი მისცეს. ახლაც ვხედავთ, თუ საით მიდიან ეს NGO-ები. ეს არის პირველი ყალბი დასკვნა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, სადაც თუ არ ვცდები, 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ პირდაპირ ყალბი დასკვნა გამოაქვეყნა და მოუწოდა, რომ სარეკლამო საარჩევნო რგოლი არ გაუშვან და ეს დარღვევა გაამართლა. ეს აჩვენებს, თუ რისთვის ემზადება ე.წ. ადგილობრივ დამკვირვებელთა ჯგუფი ამ არჩევნებზე. მოლოდინი არის, რომ 26 ოქტომბერს, დღის ბოლოს ან 27 ოქტომბერს იგივე სიყალბე იქნება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ “ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერებზე, რომლებზეც უკრაინის განადგურებული კადრების პარალელურად, საქართველოში არსებული მშვიდობიანი მდგომარეობაა ასახული, განაცხადა, რომ “ეს არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი”. ევროკავშირის ელჩის თქმით, ჩვენ “გვაქვს მშვიდობა უკრაინელი ხალხის მსხვერპლის წყალობით და ისინი იმსახურებენ ჩვენს უკიდურეს პატივისცემას”.
„მთავარმა არხმა“, ტვ „პირველმა და ტელეკომპანია „ფორმულამ“ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ, შესაძლო ჯარიმების დაკისრების საფრთხის მიუხედავად, ისინი არ აპირებენ ხელი შეუწყონ “ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას“ და უარს აცხადებენ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე. მედიასაშუალებებს სოლიდარობა გამოუცხადა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

ასევე დაგაინტერესებთ