ინგლისმა სლოვაკეთს თამაში შემოუტრიალა და 1/4-ფინალში გავიდა

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისმა 2:1 დაამარცხა.
სლოვაკები პირველ ტაიმში უფრო სახიფათოდ უტევდნენ და შრანცმა დააწინაურა. მან ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მიქაუტაძეს და მუსიალას დაეწია. აქედან მოყოლებული ინგლისელები იერიშებზე გადავიდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში ფოდენის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ შანსი სლოვაკებს მიეცათ, მაგრამ სტრელეცმა წინ გამოსული პიკფორდის კარის დალაშქვრა ვერ მოახერხა. ბოლოს საუთგეიტის გუნდი შტურმზე გადავიდა, რაისმა შორიდან ბურთი ძელს გაარტყა, კომპენსირებულ დროში კი ბელინგემმა მაკრატელათი ანგარიში გაათანაბრა და ექსტრა ტაიმები დაინიშნა.
ინგლისი – 2:1 (ძირ. დრო 1:1)
გოლები: 0:1 შრანცი (25), 1:1 ბელინგემი (90+5), 2:1 კეინი (91)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში