2020 წლის შემდეგ პირველად, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სისტემის მთავარმა მარეგულირებელმა ორგანომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 5%-იან ნიშნულამდე შეამცირა.
ოფიციალური უწყების განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება პირდაპირ კავშირშია 2%-მდე შემცირებულ ინფლაციასთან, რომელიც ამჟამად სამიზნე ნიშნულზე იმყოფება.
bm.ge
