ინგლისის სანაპიროსთან ნავთობტანკერი სატვირთო გემს შეეჯახა

ინგლისის სანაპიროსთან ნავთობტანკერი სატვირთო გემს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ჩრდილოეთის ზღვაში, ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ერთმანეთს ნავთობტანკერი Stena Immaculate-ი და სატვირთო გემი Solong-ი შეეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
სამაშველო ოპერაციაში დიდი ბრიტანეთის სანაპირო დაცვის სამაშველო ნავები და ვერტმფრენები მონაწილეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუკა არველაძე: მესმის რომ თქვენი, თქვენი დისშვილები, თქვენი მინისტრების და დეპუტატების შვილები ლაღად და ბედნიერად იზრდება და ძალიან კარგი!!! მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით…