“ინგლისის პრემიერლიგა სწორედ ამის გამო დავტოვე” – დუგლას ლუიზმა “იუვეში” ტრანსფერის მიზეზზე ისაუბრა

“იუვენტუსის” ახალწვეულმა დუგლას ლუიზმა იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც “ასტონ ვილას” დატოვება გადაწყვიტა.
“მე “იუვენტუსში” გადმოვედი იმ ჩემპიონატიდან, რომელის სათამაშოდ ყველაზე რთულია. ბედნიერი ვარ, რომ ინგლისში ვასპარეზობდი და დიდი გამოცდილება მივიღე. მსურს სერია A-ში კიდევ უფრო მეტს მივაღწიო.
რატომ დავტოვე პრემიერლიგა? “იუვენტუსში” თამაში მსოფლიოში ყველა ფეხბურთელს სურს, გამონაკლისი არც მე ვარ.
დიდებული იქნება, როდესაც კარიერას დავასრულებ, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ვეტყვი, რომ “იუვენტუსში” ვთამაშობდი”, – განაცხადა დუგლას ლუიზმა.
შეგახსენებთ, ბრაზილიელი “ბიანკონერის” 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში