ინგლისის ორმა მედია “გიგანტმა”, ჯერ BBC შემდეგ კი Reuters ერთი მეორეს მიყოლებით მოიჯაყეს (შეირცხვინეს) თავი, ცრუ ინფორმაციების გავრცელებით

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის, პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც გაბარდმა უარყო სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის შეფასებებთან დაკავშირებით – ვლადიმირ პუტინის მიზნებზე უკრაინის წინააღმდეგ ომში. ანალიტიკოსის შეფასებით, სავსებით აშკარაა, რომ BBC- მ და Reuters – მა ვერ გაუძლეს ზეწოლას და დათანხმდნენ, რომ პერიოდულად საკუთარი თავი გამოაყენებინონ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთებისათვის, რაც უფრო დიდი პოლიტიკური მიზნების რეალიზაციას ემსახურება.
„ინგლისის ორმა მედია “გიგანტმა” ჯერ BBC შემდეგ კი Reuters ერთი მეორეს მიყოლებით მოიჯაყეს თავი, ცრუ ინფორმაციების გავრცელებით. სავსებით აშკარაა, რომ ორივემ როგორც ჩანს ვერ გაუძლეს ცდუნებას/ზეწოლას და დათანხმდნენ, რომ პერიოდულად საკუთარი თავი გამოაყენებინონ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთებისათვის, რაც უფრო დიდი პოლიტიკური მიზნების რეალიზაციას ემსახურება. საქართველოში ოპოზიციისთვის სულის შთაბერვას, ხელისუფლების პოზიციების შერყევას და ა.შ. ევროპაში “ომის პარტიის” ნარატივის მხარდაჭერა, რომ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ რუსეთი აუცილებლად თავს დაესხმის ევროპას.“ – წერს ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული