“ინგლისის ნაკრების მსგავსი პოტენციალი მხოლოდ საფრანგეთს აქვს” – გარი ნევილი

ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა გარი ნევილმა მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველის თქმით, ინგლისი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.
“მადრიდის “რეალში” ჯუდ ბელინგემმა პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გარეთ საუთგეიტს უდიდესი პოტენცილის გუნდი ჰყავს.
გასულ ორშაბათს, UEFA-ს სეზონის საუკეთესო გუნდი გამოქვეყნდა, სადაც ფილ ფოდენი, ჯუდ ბელინგემი და ჰარი კეინი მოხვდნენ. ეს სამი ფეხბურთელი წლის ბოლოს “ოქროს ბურთის” მოსაგებად იბრძოლებს.
ინგლისის ნაკრების მსგავსი პოტენციალი მხოლოდ საფრანგეთის ნაკრებს აქვს”, – განაცხადა გარი ნევილმა.

ასევე დაგაინტერესებთ