გლობალური აქტივების ფასები რჩება ამაღლებული და შესაძლოა მნიშვნელოვანი ვარდნა იყოს გეოპოლიტიკური რისკების მზარდი შეშფოთების ფონზე – მიიჩნევენ ამბობენ ინგლისის ბანკის ანალიტიკოსები.
„რამდენიმე აქტივების, განსაკუთრებით აქციების შეფასება, აგვისტოში კლების შემდეგ სწრაფად დაბრუნდა მაღალ დონეზე. ბაზრები რჩება დაუცველი მკვეთრი კორექტირების მიმართ“, – ნათქვამია ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის ფინანსური პოლიტიკის კომიტეტის კვარტალურ ანგარიშში.
„გლობალური მოწყვლადობა რჩება მნიშვნელოვანი, ისევე როგორც გაურკვევლობა გეოპოლიტიკურ გარემოსთან და გლობალურ ეკონომიკურ პერსპექტივასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია მოხსენებაში.
ბრიტანეთში მოქმედი წამყვანი ფინანსური ფირმების ყოველწლიური გამოკითხვის თანახმად, გეოპოლიტიკური რისკების შესახებ შეშფოთება უმაღლეს დონეზეა 2008 წლიდან. ბაზრის მონაწილეების ყურადღების ცენტრში რჩება კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაში, ასევე საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში.
ინგლისის ბანკის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჰეჯ-ფონდების „მოკლე“ პოზიციების წმინდა მოცულობამ აშშ-ს სახელმწიფო ობლიგაციებში მიაღწია 1 ტრილიონ დოლარს, რაც ივნისის შემდეგ გაიზარდა 125 მილიარდი დოლარით. თუ ფონდებს მოუწევთ სწრაფად დახურონ ეს პოზიციამ, ამან შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული სტრესი ფინანსური სისტემისთვის.
მარეგულირებლის ანალიტიკოსებმა ასევე ხაზი გაუსვეს მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებში სახელმწიფო ვალის მაღალი დონის პრობლემას, რაც საფრთხეს უქმნის მათ ფინანსურ სტაბილურობას. თავად დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვალმა მიაღწია მშპ-ს 100%-ს, რაც არ ყოფილა 1960-იანი წლების დასაწყისიდან.
ინგლისის ბანკმა აგვისტოში საპროცენტო განაკვეთი 5%-მდე შეამცირა და სექტემბერში ამ დონეზე შეინარჩუნა. ბაზრები 7 ნოემბერს მომდევნო შეხვედრაზე 4,75%-მდე შემცირების 90%-იან შანსს ხედავენ.
interfax