ინგლისის ბანკმა 2025 წელს შესაძლოა ოთხჯერ შეამციროს ძირითადი საპროცენტო განაკვეთი თუ მარეგულირებლის პროგნოზები ბრიტანეთის ეკონომიკაზე ახდება – განუცხადა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ენდრიუ ბეილიმ Financial Times-ს.
მარეგულირებელი ინფლაციის და, შედეგად, განაკვეთის შემცირების ტემპის რამდენიმე სცენარს განიხილავს, ამასთან მისი თქმით, სესხის აღების ხარჯების თანდათანობითი შემცირების სცენარი საბაზისოა. მან აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოში ინფლაცია ერთი წლის წინ მოსალოდნელზე მეტად დაეცა.
